დიმა გაბისონია ქოჯაელისპორის მთავარ გუნდშია
- giorgi sanadiradze
- Jul 2, 2025
- 1 min read
ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი დიმა გაბისონია, რომელიც ქოჯაელისპორს ზამთარში შეუერთდა, მოსამზადებელ ეტაპს ქოჯაელისპორის მთავარ გუნდთან ერთად გაივლის.
არაგველების ყოფილი კაპიტანი, რომელიც ჩვენი კლუბის აღზრდილი გახლავთ გასულ სეზონში ქოჯაელის 19 წლამდეთა გუნდთან ერთად თურქეთის ჩემპიონი გახდა.
ქოჯაელისპორი, რომელმაც გასულ სეზონში უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, ახალი სეზონისთვის ემზადება და გუნდთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს ახალგაზრდა ქართველი მცველიც გაივლის






Comments