მერცხალი 1-4 არაგველები
- giorgi sanadiradze
- Oct 9
- 1 min read
ლიგა 4-ის 23-ე ტურის შეხვედრაში ჩვენი გუნდი ოზურგეთში, ადგილობრივ მერცხალს დაუპირისპირდა. მიმდინარე სეზონში გუნდებს განსხვავებული ამოცანები აქვთ. ჩვენი გუნდი გათამაშების ცხრილის ზედა ნაწილშია, რაც შეეხება მერცხალს, ისინი ჩემპიონატში დასარჩენად იბრძვიან.
შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მალევე ჩვენი გუნდის მცველმა, საბა დიასამიძემ თავური დარტყმით ანგარიშის გახსნა მოახერხა. გატანილი გოლიდან რამოდენიმე წუთში 11 მეტრიანი დარტყმიდან ანგარიშის ორამდე გაზრდა შეგვეძლო, მაგრამ ჩიკვაიძეს მეკარემ აჯობა და მალევე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.
გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ეს ყველაფერი გოლებშიც გარდასახა. მატჩის დარჩენილ დროში თავი გოლებით ნიკოლოზ ხინთბიძებ, გიორგი კახნიაშვილმა და გიორგი ჭაავამ გამოიჩინეს






Comments