სეზონი დასრულებულია!
- Admin Admin
- Dec 1, 2025
- 1 min read
არაგველებმა 2025 წლის ეროვნული ლიგა 4-ის გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ლიგა 3-ის საგზური სამწუხაროდ ვერ მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა 30 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც გამარჯვება 16 შეხვედრაში მოახერხა, 6 მატჩი ფრედ დაასრულა და 8 შეხვედრაში დამარცხდა.
უკვე დასრულებულ სეზონში არაგველებმა 75 გოლი გაიტანეს და 44 გაუშვეს.
ყველაზე დიდი ანგარიშით ჩემპიონატის აუცაიდერი მაჭახელა დავამარცხეთ 7-0.
ყველაზე დიდი სხვაობით კი 4-0 ფოთის კოლხეთთან გასვლაზე დავმარცხდით, რომელსაც ფეხბურთელების უდიდესი ნაწილი, მთავარი გუნდიდან ყავდა დამატებული, რომელიც უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა






Comments